geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სს „თიბისი დაზღვევა“ მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

 

„თიბისი დაზღვევის“ მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

 

სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური გარანტიების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე რისკების ანდერაიტინგის განყოფილებაში.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ

განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ; პარასკევი 10:00-17:00 სთ; 

 

შენი, როგორც ფინანსური გარანტიების უმცროსი მენეჯერის მთავარი ფუნქციები იქნება:

  • საბანკო/სადაზღვევო გარანტიების გაცემის პროცესში მონაწილეობა, ანდერაიტინგი და დოკუმენტაციის დამუშავება
  • მოქმედი გარანტიების მონიტორინგი: ვადების კონტროლი, გაგრძელებებისა და ცვლილებების დამუშავება, გაუქმება;
  • გარანტიების რეესტრის წარმოება და მონაცემების სიზუსტის კონტროლი და ლიმიტების მონიტორინგი;
  • კომუნიკაცია პარტნიორებთან: საბაჟო და საჯარო უწყებები, ბანკები, აგენტები.
  • გადაზღვეველებთან თანამშრომლობა — საჭიოების შემთხვევაში მოთხოვნების გაგზავნა, პირობების შეთანხმება და დადასტურებების მიღება.
  • რისკების შეფასების პროცესში მონაწილეობა საჭირო ინფორმაციის შეგროვება, შეფასება და შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია.
  • გარანტიებთან დაკავშირებული ანგარიშგებებისა და მონაცემების მომზადებაში მონაწილეობა
  • გუნდის მიმდინარე პროცესებში ჩართულობა და მხარდაჭერა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ფინანსებში ან ბიზნეს ადმინისტრირებაში)
  • მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ სექტორში (სასურველია გარანტიების, კორპორატიული სესხების ან სადაზღვევო მიმართულებით).
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენა მაღალ დონეზე ცოდნა;

 

ვეძებთ ჩვენიანს:

  • პასუხისმგებლიანს;
  • ორგანიზებულს;
  • დეტალებზე ორიენტირებულს;
  • განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
  • საქმეზე კონცენტრირებულს;

 

როგორ ვიზრუნებთ შენზე?

 

გთავაზობთ:

  • საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;
  • შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;
  • მაგთის კორპორატიულ პაკეტს;
  • პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

 

დაგახვედრებთ:

  • საინტერესო საქმეს;
  • მრავალფეროვნებას;
  • სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს;

 

თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგზავნე CV 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული